უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით გაანადგურეს რუსული საბრძოლო მასალის 5 საწყობი ბაშტანის, ბერისლავისა და ხერსონის რაიონებში. განადგურებულია საბორნე გადასასვლელი კაზაცკის მახლობლად და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრი პრავდინოს რაიონში.
„მტრის ძალები შემცირდა და განადგურებულია 102 რუსი ჯარისკაცი, ექვსი ტანკი, ჰაუბიცა მსტა-ბ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გრადი, მობილური 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი და რვა ერთეული ჯავშანმანქანა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ცნობებზე დაყრდნობით, უკრაინის ავიაციამ იერიში მიიტანა რუსეთის სამხედროების სულ 18 სამეთაურო და საყრდენ პუნქტზე, საბრძოლო მასალისა და საწვავ-საპოხი მასალების საწყობზე და ლოჯისტიკურ საშუალებებზე
უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ასევე გაანადგურა სუ-35.