უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ოკუპირებულ ყირიმში ნავთობის ბაზა და საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო ავრცელებს.
სამმართველოს ყირიმში განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გაუსაჯაროებია.
მანამდე ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყირიმის კრასნოგვარდეისკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით იერიში განხორციელდა.