უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევებზე გადავიდნენ გარკვეული მიმართულებით. ასევე, უკრაინულმა ავიაციამ შეუტია რუსი დამპყრობლების სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს.
მათივე ცნობით, უკრაინელებმა რუსეთის ფედერაციის 17 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს მთლიანად გაანადგუროს უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები.
„თავდაცვის ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. ყველა მათგანში უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით აკავებენ მტერს, ზოგიერთი მიმართულებით ჩვენი ჯარები ახორციელებენ წარმატებულ კონტრშეტევებს“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.