უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში კონტრიერიშზე გადავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გარდა ამისა, ინფორმაცია და შეტევის რუკა ვრცელდება სოციალურ ქსელებში.
ხერსონთან დაკავშირებით, მცირე პოსტი გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმაც.
„წინ ჩვენი ხერსონია“, – წერს ერმაკი.
ქალაქში ისმის აფეთქებებისა და სროლის ხმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსი ოკუპანტები ტერიტორიიდან გარბიან. აფეთქებების ხმა ისმის მიკოლაევშიც. ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.