
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიესთან ახლოს, ოთხშაბათს ღამით, სამი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა ანატოლი კურტევმა „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, კი რუსეთ-უკრაინის ომის აქტიური ფაზის 43-ე დღეს პოლიტიკურ ვითარებას უკრაინის ხელისუფლება და თავდაცვის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა აკონტროლებს. იმ 9 მიმართულებაზე, სადაც რუსეთის ჯარები დაწინაურებული იყვნენ, მტერი მხოლოდ დონეცკში, ლუგანსკსა და სანახევროდ მარიუპოლში რჩება. რუსეთის ჯარი ხერსონის ოლქში წინ აღარ მიიწევს, არამედ თავდაცვის რეჟიმშია.