უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან ჩერნიგოვის ორი დასახლება - ლუკაშევკა და სლობოდა გაათავისუფლა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ინფორმაციით, რომ ამ დროისთვის ტერიტორია რუსების მიერ დატოვებული ნაღმებისგან იწმინდება.
მათივე ცნობით, ოპერაცია ოპერატიულმა სარდლობამ - "ჩრდილოეთი" ჩაატარა.