უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უმაღლესი რადა კონსტიტუციას არ შეცვლის. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი უკრაინის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაა და სწორედ ამისთვის მუშავდება უსაფრთხოების გარანტიები.
"უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უმაღლესი რადა უკრაინის კონსტიტუციას არ შეცვლის, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, კონსტიტუციის შეცვლა არ არის და არც არასდროს იქნება თვითმიზანი. ცვლილებებს შედეგი მოაქვთ მხოლოდ მაშინ, როცა მათ აქვთ ეფექტი. ჩვენ შეგვიძლია კონსტიტუციაში 150-ჯერ შევცვალოთ რაიმე, მაგრამ თუ მას არანაირი შედეგი არ აქვს, მაშინ მხოლოდ დეკლარირებული ნორმებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეალური გარანტიები. თუ ჩვენ მივიღებთ გარანტიებს - გამოვიყენებთ მათ. რაც წერია კონსტიტუციაში ნატო-ზე, ევროკავშირზე, ეს არის ჩვენი მომავლის პერსპექტიული ხედვები. ჩვენ გვჭირდება გარანტიები ახლა და არა მომავალში, უკვე მოვაწერეთ ხელი ბუდაპეშტის მემორანდუმს - მომავლისთვის, რომელსაც გადამოწმება არ გაუვლია," - განაცხადა სტეფანჩუკმა.