უკრაინის დაზვერვა თავს დაესხა ნავთობის ბაზას რუსეთის ლენინგრადის ოლქში, ერთ-ერთმა უპილოტო თვითმფრინავმა პუტინის სასახლესთან გადაიფრინა, – ამის შესახებ უკრაინული მედია სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა 18 იანვრის ღამეს მოხდა, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განახორციელა.
სპეცსამსახურების წყარო აცხადებს, რომ ამიერიდან სამხედრო ობიექტები სანქტ პეტერბურგსა და ლენინგრადის რეგიონში „უკრაინული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებშია“.
კითხვაზე, იყო თუ არა პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის რეგიონს მიაღწიეს, წყარომ განმარტა, რომ „ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მაგრამ არის განსხვავებები და მტერმა იგრძნო ისინი“. გავრცლებული ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი დაეცა და აფეთქდა ნავთობისა და გაზის კომპანიის, „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალის“ ტერიტორიაზე. ასევე, თვითმფრინავის ნამსხვრევები დაეცა პორტის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.