ცოტა ხნის წინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნობაევკას აეროდრომზე რუსული სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნობაევკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული არმიის მეთაური, გვარდიის გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი მოკლეს.
ინფორმაცია დაადასტურა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა, რომელმაც წინასწარი მონაცემები გაასაჯაროვა და თქვა, რომ მოკლული იყო არმიის მეთაური.
"მინდა გაცნობოთ, რომ ჩერნობაევკას აეროდრომზე, რომელსაც რუსები სამეთაურო და თვითმფრინავების შემგროვებელ პუნქტად იყენებენ, სასიხარულო შედეგები გვაქვს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩერნობაევკას აეროდრომს კვლავ შეუტიეს და გაანადგურეს წუნა პუნქტი და რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული არმია" - ამბობს არესტოვიჩი.