jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 200 ოკუპანტი გაანეიტრალეს და გაანადგურეს მრავალი ერთეული ტექნიკა.
 
"ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 9 შემოტევა, გაანადგურეს 21 ტანკი, დაახლოებით 20 ერთეული ჯავშანტექნიკისა და ავტომობილისა და 9 საარტილერიო სისტემა. მოწინააღმდეგემ დაკარგა 200-ზე მეტი სამხედრო.  საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 2 თვითმფრინავი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. წინა დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფებამ დაარტყა მტრის 6 საჰაერო სამიზნეს, რომელთა შორის იყო: 1 თვითმფრინავი, 1 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 ფრთოსან რაკეტა," - აცხადებენ გენშტაბში.
 
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით.
 
"დონეცკში, სლობოჟანსკისა და ტავრიჩესკოეს მიმართულების ნაწილზე თავდაცვითი ოპერაცია გრძელდება. აქ ძალისხმევა კონცენტრირებულია მოწინააღმდეგის მხრიდან გარღვევის თავიდან აცილებაზე, ხოლო ვოლინის მიმართულებით - სახელმწიფო საზღვრის დაცვაზე.
 
სევერშჩინაში, ჯარების დაჯგუფება აკონტროლებს ქალაქ ჩერნიგოვს და აჩერებს მტრის წინსვლას კიევის მიმართულებით. კიევის თავდაცვა ასევე აგრძელებს მტრის შეტევის მოგერიებას," - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
590