გასული დღის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის მებრძოლებმა ქვეყნის აღმოსავლეთში რამდენიმე სამიზნე გაანადგურეს.
სახმელეთო ძალების პრესცენტრის ცნობით, განადგურებულია რუსი ოკუპანტების მოიერიშე თვითმფრინავი SU-25 და 4 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10.
უკრაინული მედიის ცნობით, ჩამოგდებული თვითმფრინავი 13 აგვისტოს მდგომარეობით მტრის დანაკარგების სტატისტიკაში არ იყო შეტანილი. სავარაუდოდ, მიზეზი ისაა, რომ მონაცემების გამოქვეყნების მომენტში სახმელეთო ჯარებს სამიზნის განადგურება დადასტურებული არ ჰქონდათ.
რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჯამში 223 თვითმფრინავი დაკარგა. რაც შეეხება განადგურებული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობას, ის 779-ს შეადგენს.