უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობაზე 4 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.
ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" ინფორმაციით, იერიშის შედეგად განადგურდა რუსული საბრძოლო მასალის საცავი სამხრეთ უკრაინაში, 28 ოკუპანტი, ერთი ტანკი, ერთი სარადარო სადგური, საწვავის ავზი და სხვადასხვა ტიპის საავტომობილო ტექნიკა.
მათივე ცნობით, მტერმა ვერტმფრენით მიკოლაევის რაიონში უკრაინის პოზიციებზე შეტევა სცადა, თუმცა საპასუხო ცეცხლის შემდეგ, უკან დახევა მოუწია.