უკრაინელებმა ხერსონის ოლქში, ნოვაია კახოვკაში რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს.
ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ დღეს ამ ადგილას ეს უკვე მეორე აფეთქებაა. ვრცელდება ინფორმაცია ასეულობით დაღუპულ და დაშავებულ ოკუპანტზეც.