ოკუპირებულ მელიტოპოლში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, მტრის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 200-ზე მეტი ოკუპანტი განადგურდა და 300-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, განადგურებულია საწვავისა და საბრძოლო მასალის საწყობები, ასევე მიმდებარე შენობები.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა, მელიტოპოლში, რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე იერიში 3 ივლისს მიიტანეს.
ფედოროვმა ამავე დღეს განაცხადა, რომ მელიტოპოლის აეროდრომი, როგორც ოკუპანტების სამხედრო ბაზა, აღარ არსებობდა.