უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ ინტენსიური საომარი მოქმედებების შედეგად რამდენიმე დასახლება გათავისუფლდა. ამასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით", - აღნიშნა მოტუზიანიკმა.
მისივე თქმით, ქალაქი იზიუმის მახლობლად, სლობოჟანსკის მიმართულებით არის ის ადგილები, სადაც რუსული ქვედანაყოფები ყველაზე მეტად არიან კონცენტრირებული.