რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სტამბოლში მოლაპარაკებების შედეგები შეაფასა და თქვა, რომ პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის დასრულებული შედეგი.
მისი თქმით, ყირიმისა და დონბასის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და აღარ გადაიხედება.
"ჩვენ ვაანალიზებთ გუშინდელი მოლაპარაკებების შედეგებს. ეს არ არის საბოლოო რეზულტატი, მაგრამ ის რომ უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა დაადასტურეს უკრაინის არაბირთვული და ბლოკის გარეშე სტატუსის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომ თავის უსაფრთხოებას არა ნატოს ფარგლებში უზრუნველყოფენ, ეს არსებითი პროგრესია. ისევე როგორც პროგრესად მივიჩნევ იმასაც, რომ უკრაინელებმა გაიგეს - დონბასის და ყირიმის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია", - თქვა ლავროვმა.