უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი ალყაში მოაქციეს. ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალები ავრცელებს და წერს, რომ რუსების სამმა ტაქტიკურმა ბატალიონმა, მათ შორის სპეცრაზმელებმა, ალყიდან გამოსასვლელად ე.წ. მწვანე დერეფანი მოითხოვა.
ცნობილი ხდება ისიც, რომ უკრაინელი სამხედროების შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებით - ოლგინო-კოსტრიკასა და პოტიომკინო-ნოვოვოზნესენსკოეში ხორციელდებოდა. ამ დროისთვის, ხერსონის ოლქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.