მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პუტინს ომი შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებების სამიზნეში განზრახ ამოღება მიუღებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი კიევში ვიზიტისას უკრაინის პრემიერ მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა. მათ უკრაინაში დახმრების საჭიროებებზე ისაუბრეს.
"ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი არის ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თქვენ გვერდითაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მთავრობას დაშავებულების მკურნალობაში, ჯანდაცვის სერვისების შენარჩუნებასა და მის აღდგენა-გაძლიერებაში. მაგრამ არსებობს ერთი წამალი, რომელის მიწოდებაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ შეუძლია და რომელიც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის მშვიდობა. ამიტომ ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ეს ომი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამედიცინო პუნქტზე 200-მდე თავდასხმის ფაქტი აღრიცხა. ეს თავდასხმები უნდა შეწყდეს. სამედიცინო პუნქტები სამიზნე არასდროს არ უნდა იყოს," - აცხადებს ჯანმოს დირექტორი.