კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მხარი დაუჭირა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებას პირდაპირ ესაუბრა ვლადიმერ პუტინთან და განაცხადა, რომ ომის დასრულება რუსეთის პრეზიდენტთან გარკვეულ ჩართულობას მოითხოვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
“ჩვენ ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინაში ძალადობის დასრულება, კონფლიქტების დასრულება მთელს მსოფლიოში. ეს მოითხოვს გარკვეული დონის ურთიერთქმედებას კოლეგებთან, რომლებთანაც ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთქმედებას არ ვეთანხმებით“, - აღნიშნა ტრუდომ.
ამასთან, მისი თქმით, კანადა რჩება უკრაინის გამარჯვების ერთგული და სურს ომის დასრულება რაც შეიძლება მალე და რომ, შესაძლოა, "ეს უახლოეს თვეებში მოხდეს".
შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ორი წლის განმავლობაში პირველად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ამ სატელეფონო ზარზე კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი იმსახურებს იზოლაციას და ეს სატელეფონო საუბარი იყო ზუსტად ის, რაც პუტინს დიდი ხანია სურს.