უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. საბრძოლო შეტაკებების დროს ასევე მძიმედ დაიჭრა ერთი ქართველი მეომარიც. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს ელჩი უკრაინაში.
უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ინფორმაციით, დაღუპულები არიან: ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და არკადი კასრაძე. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა და არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.