უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, კახა გოგოლი დაიღუპა.
კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. ის 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ადგილზე დაშავდნენ უკრაინელი ჯარისკაცებიც. ჯარისკაცის ცხედარი უკვე ლუგანსკის ოლქშია გადასვენებული.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.