უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კონგრესთან ვიდეომიმართვისას, უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება კიდევ ერთხელ მოითხოვა, ისაუბრა მოიერიშე თვითმფრინავების და დამატებითი სანქციების საჭიროებაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა ახალი უსაფრთხოების ალიანსის შექმნის აუცილებლობა, მისი თქმით არსებობს მსგავსი ალიანსი, თუმცა ისინი ახლა ვერ იცავენ უკრაინელ მოსახლეობას. მან სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენებს წარუდგინა ვიდეო-მასალა, რომელიც რუსულ აგრესიას და მის შედეგებს აღწერს.
"ჩვენ გერთვებით კიევიდან, უკრაინის დედაქალაქიდან, რომელიც ყოველდღიურად რუსული თავდასხმის მსხვერპლია, მაგრამ კიევი არ ნებდება. არც გვიფიქრია დანებებაზე არცერთი წამით. როგორც სხვა მრავალი ქალაქი ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში, რომლებიც მეორე ომის შემდგომ ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ არიან.
მაქვს პატივი მოგესალმოთ უკრაინელი ხალხის სახელით, რომლებიც ებრძვიან რუსულ აგრესიას და გასწირეს შვილები იმისთვის, რომ შეაჩერონ რუსული ოკუპაცია. ახლა წყდება ჩვენი ხალხის და ქვეყნის ბედი. რუსეთი არა მხოლოდ ჩვენ ქალაქებს დაესხა, არამედ უტევს ჩვენ ღირებულებებს და მომავალს.
მეგობრებო, ამერიკელებო, თქვენს ისტორიაში ჩაწერილია ისეთი გვერდები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ჩვენი ტკივილი, ჩვენ გვჭირდებით ახლა, გაიხსენეთ "პერლ ჰარბორი". გაიხსენეთ 11 სექტემბერი საშინელი დღე, რომელიც დადგა 2001 წელს. ეს იყო დღე, როდესაც თავს დაესხნენ ამერიკულ დემოკრატიას და უსაფრთხოებას. ჩვენი ქვეყანა ამას განიცდის ყოველდღიურად უკვე 3 კვირაა.
უკრაინული ქალაქები სიკვდილმა მოიცვა. ათასობით ადამიანი დაიღუპა. რუსები დიდი რაოდენობით ბომბებს ისვრიან ჩვენს ქალაქებში. ეს არის ისეთი ტერორისტული აქტი, რაც ევროპას 80 წელია არ უნახავს და ჩვენ ვითხოვთ რომ დაგვეხმაროთ და საპასუხო რეაქცია ჰქონდეს მსოფლიოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ არასაფრენ ზონად გამოცხადდეს უკრაინა, რუსეთმა ვეღარ უნდა შეძლოს, რომ დაატეროროს ჩვენი ქალაქები. ჩვენ ალტერნატიულ გზებსაც გთავაზობთ, თქვენ მოგეხსენებათ, რა ტიპის უსაფრთხოების სისტემები გვჭირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოიერიშე თვითმფრინავები. რომლებიც დაეხმარებიან უკრაინას, ევროპას. ისინი არსებობენ და თქვენ გაქვთ ისინი, სამწუხაროდ ისინი არ დაფრინავენ უკრაინის ცაზე და არ იცავენ უკრაინის მოსახლეობას."– განაცხადა ზელენსკიმ.