რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ვინიცაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში, ქვეყანაში უკვე მყოფ ამერიკელებს კი უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს.
„რუსეთის იერიშების გამო უსაფრთხოების კუთხით მთელს უკრაინაში ვითარება არაპროგნოზირებადია. ამერიკის საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში. მათ კი, ვინც უკვე უკრაინაში არიან, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთმა უკრაინის ქალაქ ვინიცაზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 23 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 54-ის მდგომარეობა მძიმეა.