უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენა, ეს არ არის მხოლოდ იმ კედლების აღდგენა, რომელიც ქონდათ და დაბომბვის შედეგად დაინგრა.
"უკრაინის აღდგენა არ არის მხოლოდ იმ კუთხით მნიშვნელოვანი, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ან მომდევნო წლებში, არამედ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ ახლა.
ეს არ არის მხოლოდ იმ კედლების აღდგენა, რომელიც გვქონდა და დაბომბვის შედეგად დაინგრა. უკრაინა უნდა გახდეს ყველაზე თავისუფალი, ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში - სიტყვის მთელი გაგებით, კერძოდ, ჩვენი გარემოს მდგომარეობის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ამას გავაკეთებთ" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.