უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ოდესის პორტში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ერთ-ერთი დაბრკოლება არის ის, რომ რუსეთს შეუძლია, ეს დერეფანი ქალაქზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ კულებამ „ტვიტერში“ დაწერა.
„უკრაინა მზადაა, შექმნას აუცილებელი პირობები ოდესის პორტიდან ექსპორტის აღსადგენად. საკითხავია, როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა არ გამოიყენოს ეს სავაჭრო გზა ოდესაზე თავდასხმისთვის. ჯერჯერობით რუსეთისგან არანაირი გარანტია არ არსებობს“, – აღნიშნა კულებამ.
კულებას თქმით, ოფიციალური კიევი აგრძელებს ვარიანტების ძიებას გაერო-სთან და პარტნიორებთან ერთად.