დასავლეთის ქვეყნებს თუ სურთ, უკრაინამ გაიმარჯვოს, ეფექტური შორი მოქმედების იარაღი უნდა მოგვაწოდონ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას მსგავსი იარაღი უკვე დღეს სჭირდება.
„თუ დასავლეთს ნამდვილად სურს უკრაინის გამარჯვება, იქნებ უკვე დროა შორი მოქმედების იარაღი მოგვაწოდოს? ცოტა რთულია ბრძოლა, როდესაც 70 კილომეტრის მანძილიდან გესვრიან, შენ კი ვერაფრით პასუხობ. უკრაინას შეუძლია დააბრუნოს რუსები რკინის ფარდის უკან, მაგრამ ამისთვის ეფექტური იარაღი გვჭირდება. აქ და ახლა“,- განაცხადა პოდოლიაკმა.