უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ, ნორვეგიის პარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ დასავლეთისგან სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს.
ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყანას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა ყველაზე მეტად იარაღი სჭირდება, რათა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა და ტერიტორია აგრესორისგან.
"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთი ქვეყანა არ აღმოჩენილა ასეთი საფრთხის წინაშე. მართალია ჩვენ არ გვაქვს საერთო საზღვრები მაგრამ სამაგიეროდ საერთო მეზობელი გვყავს. თქვენთვის ცნობილია, რომ რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ იქნება ევროპის განადგურების გაგრძელება. აგრესორის სამიზნე მარტო ჩვენ არ ვართ. ევროპის კონტინენტის მომავალი ახლა წყდება უკრაინის მიწასა და ზღვაზე. თუ ახლა არ დაიცავთ აღმოსავლეთ ფლანგს, მაშინ რუსული ნაღმები თქვენს პორტებში შემოვა. ჩვენ ერთად უნდა და დავდგეთ რომ შევაჩეროთ რუსეთის აგრესია. რუსეთი ახალ რაზმებს ათავსებს ჩვენს მიწაზე, რომ გაგვანადგურონ. ამიტომ ახალა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იარაღის მიღებაა. იქნება ეს სამხედრო ტექნიკა თუ ავიაცია. რაც შეეხება სანქციებს, ეს გზა რუსეთს აიძულებს გადადგას მშვიდობისკენ ნაბიჯები," - მიმართა ზელენსკიმ.