ანდრი ერმაკი ბახმუტში დაღუპულ ქართველებზე სამძიმრის ტექსტს ტელეგრამში ქართულ ენაზე აქვეყნებს:
"ბახმუტი- სტრატეგიული ქალაქის თავდაცვა გრძელდება!
სასტიკი ბრძოლები ყოველდღეა…სროლის ხმა მუდმივად ისმის, გარშემო სიბნელე , თითქოს ფრაგმენტი პირველი მსოფლიო ომიდან. გარშემო მტრის უამრავი გვამი, ისინი არც ცდილობენ ბრძოლის ველიდან მათ გაყვანაზე, ასობით მიტოვებული მტრის გვამი პატივის გარეშე…
ჩვენი მეომრები იბრძვიან თავგანწირულად!
სამწუხაროდ, ჩვენც ვკარგავთ მეომრებს.
ბახმუტთან, ბოლო დღეებში,მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის! თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში!
მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად!
აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს!
ბახმუტი- ტიტანების ქალაქია!"