
ლეგიონ აზოვის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა განცხადა, რომ ის და ლეგიონის ხელმძღვანელობა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე რჩებიან.
აღნიშნული განცხადება სვიატოსლავ პალამარმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია მისი ტყვედ ჩაბარების შესახებ.
„მე და ხელმძღვანელობა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ვრჩებით. ოპერაცია გრძელდება, რომლის დეტალებსაც არ გავამხელ. მადლობა მთელ მსოფლიოს. მადლობა უკრაინას. მხარდაჭერისთვის. შევხვდებით“, – განაცხადა პალამარმა.
შეგახსენებთ, რომ ქარხანა „აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების გაყვანის ოპერაცია სამი დღეა, გრძელდება.
ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიიდან გამოიყვანეს 1 700 უკრაინელი სამხედრო, მათ შორის ლეგიონ "აზოვი" მეთაურებიც.